Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს - მედია

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს - მედია

03/04/2023 20:49:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლების მიმართ სულ უფრო კრიტიკულია, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს, იუწყება „ტვ პირველი“.

ტელეკომპანიის ცნობით, ზურაბიშვილი დეპუტატ ქალებს „ერთიანი პროევროპული ფრონტის“ შექმნას სთავაზობს და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ლიეტუვაში ვიზიტისას ზურაბიშვილის დელეგაციაში ოპოზიციონერი დეპუტატებიც არიან, მათ შორის, რეფორმების ჯგუფის დეპუტატი თეონ აქუბარდია. პრეზიდენტთან აუდიენციას მის გარდა უკვე ესწრებოდნენ სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე. ზურაბიშვილი სხვებს ლიეტუვიდან დაბრუნებისთანავე შეხვდება.

„პირველი“ ვარაუდობს, რომ 18 აპრილს, ევროპარლამენტში ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების დელეგაცია იქნება წარმოდგენილი ზურაბიშვილის გამოსვლისას.

თემის კომენტირებისას ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია აქვს პრეიდენტის ადმინისტრაციასთან, თუმცა გეგმებზე თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს. რაც შეეხება ევროპარლამენტში შესაძლო ვიზიტს, მისი თქმით, თუ მსგავსი რამ დაიგეგმება, სიამოვნებით მიიღებს მასში მონაწილეობას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში შესაძლოა ნანა მალაშხიასთან ერთად მივიდეს - ის მარტის აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მთელ მსოფლიოში გავრცელდა კადრები, თუ როგორ დგას ქალი წყლის ჭავის ქვეშ ევროკავშირის დროშით ხელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S