Accentnews.ge
ბრიანსკის ოლქში დრონები თავს დაესხნენ სამხედრო აღრიცხვის ოფისს და შსს–ს შენობას

ბრიანსკის ოლქში დრონები თავს დაესხნენ სამხედრო აღრიცხვის ოფისს და შსს–ს შენობას

03/04/2023 20:37:28 მსოფლიო

3 აპრილის საღამოს ბრიანსკის ოლქის სევსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობას. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა. მისი თქმით, შენობა დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. ადგილზე მუშაობდნენ სპეცსამსახურები.

ცოტა მოგვიანებით ბოგომაზმა დაადასტურა, რომ კიდევ ერთმა დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ასევე ქალაქ სევსკში.

ბოგომაზი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

სევსკის რეგიონალური ცენტრი, სადაც განთავსებულია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისი, მდებარეობს ბრიანსკიდან სამხრეთით 140 კილომეტრში, უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ინციდენტები რეგულარულად დაფიქსირდება ომის ზონის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში და არა მხოლოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S