Accentnews.ge
„ჩინურ დაზვერვას ინფორმაციის რეალურ დროში მიღება შეეძლო“: NBC-ის გამოძიება ჩამოგდებული აეროსტატის მიზნებზე

„ჩინურ დაზვერვას ინფორმაციის რეალურ დროში მიღება შეეძლო“: NBC-ის გამოძიება ჩამოგდებული აეროსტატის მიზნებზე

03/04/2023 20:26:14 მსოფლიო

ჩინური აეროსტატი, რომელიც თებერვალში ჩამოაგდეს აშშ-ის ტერიტორიაზე, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ,– ამის შესახებ NBC-ის გამოძიებაშია ნათქვამი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მის აღჭურვილობას შეეძლო, გადაეჭირა სამხედრო ტექნიკის ელექტრონული სიგნალები და ამერიკელი სამხედრო პერსონალის კომუნიკაციები. ჩინურ დაზვერვას შეეძლო ინფორმაციის რეალურ დროში მიღება.

სამი მაღალი თანამდებობის პირზე - ორი აქტიური და ერთი პენსიაზე მყოფი – დაყრდნობით ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ აეროსტატი კონტროლირებადი იყო, ამდენად, ოპერატორს შეეძლო შეეჩერებინა ის გარკვეულ ადგილზე ან წრეში ეფრინა. წყაროების ცნობით, სამხედრო ბაზების სარდლობამ მიიღო ზომები, რათა გართულებოდა საჰაერო ბუშტს სიგნალის დაჭერა რადიოელექტრონული ტექნიკის გამორთვამდე.

ბუშტს ასევე ჰქონდა ჩაშენებული თვითგანადგურების მექანიზმი. უცნობია, რატომ არ ამუშავდა ის - გაუმართავი იყო ან ჩინურმა ოპერატორმა შეგნებულად გადაწყვიტა, არ გადაედგა ასეთი ნაბიჯი.

ბუშტი პირველად ალიასკას თავზე 28 იანვარს ნახეს. რამდენიმე დღის შემდეგ ის უკვე მონტანას შტატში იყო, სადაც, კერძოდ, მალსტრომის საჰაერო ძალების ბაზაა განთავსებული და ბირთვული იარაღია განლაგებული. 4 თებერვალს ის აშშ-ის საჰაერო ძალებმა ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან ჩამოაგდეს. შეისწავლეს აპარატის ფრაგმენტები.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ობიექტი არის სამოქალაქო სამეცნიერო აპარატურა, რომელიც კურსს ასცდა. მისი განადგურების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ პროტესტი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს და მათი ბუშტის ჩამოგდებას „გადაჭარბებული რეაქცია“ და საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის დაგეგმილი ვიზიტი პეკინში გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S