IAEA-ის ხელმძღვანელი 5 აპრილს რუსეთში ჩავა
03/04/2023 15:50:02 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი 5 აპრილს რუსეთში ჩავა.
გროსი რუსულ დელეგაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების განსახილველად შეხვდება.
გროსიმ გასულ კვირაში, უკრაინაში ყოფნისას განაცხადა, რომ მუშაობს უსაფრთხოების კომპრომისულ გეგმაზე ამ სადგურის გარშემო და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ადგილზე სამხედრო მოქმედებები ინტენსიფიკაციას განიცდის.
"გროსი კალინინგრადში ჩავა... ეს იქნება ნაწილი მიმდინარე კონსულტაციებისა, რომელთა მიზანია უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაცვის უზრუნველყოფა სამხედრო კონფლიქტისას" - უთხრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესმდივანმა სააგენტო ფრანს-პრესს 3 აპრილს.


