უკრაინის სპორტის მინისტრი: ომმა 262 უკრაინელი ათლეტი იმსხვერპლა
03/04/2023 12:28:15 მსოფლიო
უკრაინის სპორტის მინისტრ ვადიმ ჰუტსაიტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა 262 უკრაინელი ათლეტი იმსხვერპლა და სპორტის 363 ობიექტი გაანადგურა
მისი თქმით, რუსეთიდან ათლეტები არ უნდა იყვნენ დაშვებული ოლიმპიურ თამაშებზე, ან სხვა შეჯიბრებებზე.
"ისინი ამ ომს მხარს უჭერენ და მონაწილეობენ ამ ომის მხარდასაჭერ სპორტულ ღონისძიებებში", – განაცხადა მინისტრმა.


