Accentnews.ge
ხვალ ფინეთი NATO-ს წევრი გახდება

ხვალ ფინეთი NATO-ს წევრი გახდება

03/04/2023 11:47:37 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს განცხადებით, ხვალ ქვეყანა NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდება.

ალიანსში ფინეთის გაწევრიანების აღსანიშნავად ბრიუსელში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.

„ხვალ ჩვენ NATO-ს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშას აღვმართავთ. ეს შესანიშნავი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სიძლიერისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S