უკრაინა – რუსეთი შორს არის ბახმუტის აღებისგან, ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს
03/04/2023 11:15:48 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსეთი შორს არის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებისგან.
"რუსეთი შორს არის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებისგან. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ ბრძოლები მიმდინარეობს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


