
ევროსაბჭოს საიუბილეო მონეტაზე ზურაბ ჟვანიას სიტყვები გამოსახეს
11/11/2019 12:25:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
11 ნოემბერს თბილისში ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავის და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოშვებული საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გადასცა.
საიუბილეო მონეტაზე გამოსახულია 1999 წლის 27 აპრილს, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ცერემონიაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ სტრასბურგში წარმოთქმული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
თავად ევროპის საბჭო 1949 წლის 5 მაისს დაფუძნდა.