Accentnews.ge
ნაუსედა: "პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას"

ნაუსედა: "პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას"

03/04/2023 08:54:29 პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს მედეგობა საზოგადოების, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს", – განაცხადა ნაუსედამ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა. რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S