Accentnews.ge
პატრიარქმა კირილმა შეძლებულ რუსებს ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემისკენ მოუწოდა

პატრიარქმა კირილმა შეძლებულ რუსებს ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემისკენ მოუწოდა

03/04/2023 05:41:24 მსოფლიო

"რუსეთი იქცა ძლევამოსილ სახელმწიფოდ, რომელსაც ძალუძს, სათანადოდ უპასუხოს ჩვენს წინაშე მდგომ გამოწვევებსა და რისკებს, თუმცა ომში მყოფ ქვეყანას შეძლებული მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება" - განაცხადა ქადაგებისას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

მისივე თქით, "ყოველ შეძლებულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ სიმდიდრე დიდი პასუხისმგებლობაა და გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას კეთილი მიზნით გამოიყენებ, - მხოლოდ ასე მიიღწევა უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და თავისუფლება".

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პატრიარქი კირილი ომის ერთ-ერთ მთავარ "ადვოკატად" იქცა. მას უკვე არაერთგზის გაუმართლებია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და მოუწოდებია სამხედროებისთვის, "არ ეშინოდეთ მართალი საქმისთვის სიკვდილის".

რუსეთის პატრიარქი ბრიტანეთის, კანადისა და ლიტვის სანქციების ქვეშ იმყოფება. მისი სანქცირება სცადა ევროკავშირმაც, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ამასთან, ევროკავშირის ხელმძღვანელობა კირილს "პუტინის პროპაგანდსტად" მოიხსენიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S