Accentnews.ge
პუტინის ომის აქტიური მხარდამჭერი, რუსი სამხედრო ბლოგერი „ვაგნერის“ დამფუძნებლის კუთვნილ კაფეში ააფეთქეს

პუტინის ომის აქტიური მხარდამჭერი, რუსი სამხედრო ბლოგერი „ვაგნერის“ დამფუძნებლის კუთვნილ კაფეში ააფეთქეს

03/04/2023 05:31:38 მსოფლიო

რუსეთის კერძო სამხედო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას ეკუთვნოდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე კაფე, სადაც 2 აპრილს აფეთქება მოხდა. მოკლულია სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერი ვლადლენ ტატარსკი(ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი).

3 აპრილს, პროგიჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამით გაავრცელა მისი კომენტარი, რომ კაფე გადასცა "პატრიოტულ" მოძრაობას, „კიბერ ფრონტ Z“-ს, რომელიც იქ სემინარებს ატარებდა. 2 აპრილს ტატარსკი კაფეში მკითხველებს ხვდებოდა.

რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ შსს-ში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, 26 წლის დარია ტრეპოვა, რომელმაც კაფეში ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ არის. გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ტრეპოვას ჯერ ისევ ეძებენ. პოლიცია ეძებს დარია ტრეპოვას ქმარსაც, დმიტრი რილოვს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიჭრა 30 ადამიანი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა".

სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S