Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ესაუბრა

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ესაუბრა

02/04/2023 19:52:41 მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

ენტონი ბლინკენმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია.

რუსული მხარის ცნობით, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S