Accentnews.ge
სანქტ-პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

02/04/2023 19:45:43 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. კაფეში ბლოგერის ღონისძიება მიდინარეობდა.

ცნობილი სამხედრო ბლოგერის დაღუპვას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ინფორმაციით, კაფეში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. თავად აფეთქება კი ხელნაკეთმა მოწყობილობამ გამოიწვია, რომელიც ქანდაკებაში იყო ჩამონტაჟებული. ის სამხედრო ბლოგერს აჩუქეს.

როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე. ის კრემლის სასარგებლოდ პოზიიონირებდა.

"ყველას დავხოცავთ, გავძარცვავთ",– თქვა ტატარსკიმ გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც კრემლმა უკრაინის რეგიონები საკუთარ ნაწილებად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S