Accentnews.ge
უკრაინა პოლონურ ჯავშანტრანსპორტიორებს შეიძენს ევროკავშირისა და აშშ–ის დახმარებით - მორავიეცკი

უკრაინა პოლონურ ჯავშანტრანსპორტიორებს შეიძენს ევროკავშირისა და აშშ–ის დახმარებით - მორავიეცკი

02/04/2023 08:51:41 ევროპა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთიდან ადგილობრივი წარმოების 100 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს.

"უკრაინის არმია ჩვენგან შეიძენს 100 „როსომაკს“, რომელიც [ქალაქ] სიამიანოვიცე-შლასკეში იწარმოება. „როსომაკები“ უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორები არიან", - განაცხადა მორავიეცკიმ.

მისივე თქმით, ტექნიკის შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის სახსრებით მოხდება.

მარტში პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია უკრაინას 4-6 კვირის განმავლობაში მიაწოდოს მიგ-29 თვითმფრინავები.

ამ კვირის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ კონტრშეტევის ოპერაციისთვის მოსამზადებლად უკრაინას "პირველ რიგში მძიმე ტექნიკა და გაწვრთნილი რეზერვები" სჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S