Accentnews.ge
კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს - მედია

კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს - მედია

02/04/2023 08:46:48 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი უკვე რამდენიმე წელია, მძიმე ავადმყოფობით იტანჯება, რომლის მკურნალობაც რთულია და შეიძლება შინაგანი ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს. ხოლო გასული წლის ივნისიდან მისი მდგომარეობა გაუარესდა, – იუწყება "ნოვაია გაზეტა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ კადიროვის დაავადებას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ხოლო მისი ქოშინი ფილტვის მდგომარეობის გართულების ნიშანი უნდა იყოს.

გამოცემა კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევს რუსულ მედიაში პოლიტიკოსის ვაჟების აქტიურ პიარს.

ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა.

მარტის შუა რიცხვებში, კრემლში მოგზაურობის შემდეგ, რამზან კადიროვმა უარყო ინფორმაცია თავისი ავადმყოფობის შესახებ. "ვარ ჯანმრთელი და ენერგიით სავსე", - ამტკიცებდა ის.

მოსკოვში, პუტინისა და კადიროვის შეხვედრის შემდეგ, ISW მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს აშინებს რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობის დაკარგვის უკრაინის ომში ჩეჩნური დანაყოფების საბრძოლო წარმატებების არარსებობის გამო. კადიროვი შეშფოთებულია რესპუბლიკაში შიდა წინააღმდეგობის შესაძლო გაძლიერებით, რაც ემუქრება მის ავტორიტარულ მმართველობას, - იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW). ექსპერტების აზრით, ამას მოწმობს კადიროვის უშუალო და საჩვენებელი მონაწილეობა გუდერმესში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S