Accentnews.ge
NYT: რუსეთში უკრაინელი პატიმრები გათავისუფლებისთანავე დააკავეს

NYT: რუსეთში უკრაინელი პატიმრები გათავისუფლებისთანავე დააკავეს

31/03/2023 18:23:12 მსოფლიო

უკრაინელი პატიმრების ჯგუფი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, გათავისუფლებისთანავე დააკავეს მიგრაციის კანონების დარღვევის გამო. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემას მოჰყავს ხერსონისა პატიმრების კომენტარები, რომლებიც გადაიყვანეს რუსულ ციხეებში, როდესაც რეგიონი რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იყო.

პატიმრები აცხადებენ, რომ ოკუპაციის დროს ისინი გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სასჯელის დარჩენილი ვადის მოსახდილად. თუმცა, ვადის გასვლის შემდეგ, ბევრი მათგანი გათავისუფლებისთანავე დააკავეს. რუსეთის პოლიციამ მათ ქვეყანაში უკანონო ყოფნის ბრალდება წაუყენა. გათავისუფლებულები დააჯარიმეს და დეპორტაციის ცენტრებში გაგზავნეს.

ყოფილი პატიმარი რუსლან ოსადჩი, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ყვება, რომ გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ ჰკითხა, როგორ მოხვდა რუსეთში. ოსადჩიმ უპასუხა, რომ რუსულმა ძალებმა მოიყვანეს. „მათ ვერ გაიგეს, რომ ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ და არაფერი გვაქვს საერთო რუსეთთან“, - განაცხადა ოსადჩენკომ.

ყოფილმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ მათ სცემდნენ რუსეთისა და ყირიმის ციხეებში. შესთავაზეს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გაკეთება, მაგრამ უმრავლესობამ უარი თქვა. მათ ასევე ნახეს „ვაგნერის“ რეკრუტირების პროცესი რუსეთის ციხეებში, მაგრამ ისინი არ ავლენდნენ ინტერესს უკრაინის მოქალაქეების მიმართ.

მსჯავრდებულთა თქმით, ხერსონში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, ერთ კოლონიაში პატიმრები თითქმის ბედის ანაბარა იყვნენ დატოვებული. ამას დაეთანხმა უკრაინაში ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი ლუდმილა დენისოვა. ”ომი მიმდინარეობს, პატიმრებისთვის დრო არ იყო”, - თქვა მან.

რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს უკრაინელი პატიმრების იძულებით გადაყვანას. ეს შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად. საერთაშორისო სამართალი კრძალავს ადამიანების იძულებით გაყვანას ოკუპირებული ზონებიდან. რუსმა ოფიციალურმა პირებმა არ უპასუხეს The New York Times-ის ჟურნალისტების თხოვნას.

უკრაინული მხარის შეფასებით, დაახლოებით 3500 უკრაინელი პატიმარი გადაიყვანეს რუსეთში, მათგან დაახლოებით 2500 ხერსონის რეგიონის ციხეებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S