Accentnews.ge
თბილისის ქუჩები, რომელზეც მოძრაობა 11-12 ნოემბერს შეიზღუდება

თბილისის ქუჩები, რომელზეც მოძრაობა 11-12 ნოემბერს შეიზღუდება

11/11/2019 10:48:25 სხვა, საზოგადოება

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მიზეზად მერიაში საახალწლო განათებების მონტაჟს ასახელებენ. 

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან, 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S