
პაპი ფრანცისკე კლინიკას 1 აპრილს დატოვებს
31/03/2023 15:20:01 საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე სავარაუდოდ, 1 აპრილს დატოვებს საავადმყოფოს და დაელოდება სამედიცინო ანალიზების შედეგებს. ის აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ბზობის კვირის ღვთისმსახურებაში - მეორე დღეს, იუწყება Reuters ვატიკანზე დაყრდნობით.
86 წლის პაპი რომის Gemelli-ის საავადმყოფოში ორი დღის წინ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სუნთქვის გართულებას უჩიოდა. სამედიცინო ჯგუფის ცნობით, მას ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიბიოტიკების გადასხმამ შედეგი გამოიღო.
"მისი უწმინდესობა სავარაუდოდ, ხვალ დაბრუნდება სანტა მარტაში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება მისი უახლესი ანალიზების შედეგები, რომლებიც დღეს დილას ჩაუტარდა," – განაცხადა ვატიკანმა.
ვატიკანის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ დაადასტურა, რომ თუ ფრანცისკე დაბრუნდება სახლში 1 აპრილისთვის, ის მიიღებს მონაწილეობას შემდეგ დღეს ბზობის კვირის ღვთისმსახურებაში, რაც მთავარი მოვლენაა საეკლესიო კალენდარში, რომლითაც იწყება სააღდგომო კვირის დღესასწაულები, რომელთა განმავალობაში პაპს კარდინალები ჩაენაცვლებიან.