
„ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია
31/03/2023 15:11:33 საზოგადოება
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ძლიერი ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.