Accentnews.ge
ლუკაშენო პუტინისგან მისაღებ ბირთვულ იარაღს თავისად მოიხსენიებს და პოლონეთს ემუქრება

ლუკაშენო პუტინისგან მისაღებ ბირთვულ იარაღს თავისად მოიხსენიებს და პოლონეთს ემუქრება

31/03/2023 14:50:19 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი რუსი კოლეგისგან მისაღებ ბირთვულ იარაღს თავისად მოიხსენიებს, ირწმუნება, რომ "პოლონეთი მინსკზე თავდასხმას ამზადებს" და აცხადებს, რომ "ბელარუსი თავს ყველა შესაძლო ხერხით დაიცავს, მათ შორის - რუსეთისგან მიღებული ბირთვული იარაღით".

ეს განცხადებები ალექსანდრე ლუკაშენკომ ერისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს გააკეთა.

"მინსკი თავისად თვლის ტაქტიკურ ბირთვულ რაკეტებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩვენთან 1 ივლისამდე განთავსდება, და ნურავინ ამბობს, რომ ისინი მხოლოდ შესანახადაა. ეს ჩვენი იარაღია, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დაიცავს. ერთი კვირის წინ გავეცი იმ მოედნების აღდგენის ბრძანება, რომელზეც თავის დროზე ჩვენი ბირთვული იარაღი იყო განთავსეული. ტაქტიკურის კვალდაკვალ, ბელარუსმა შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებაც მიიღოს. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვაში" - განაცხადა ავტორიტარმა ლიდერმა.

იმ ბირთვული რაკეტების სამიზნედ, რომელიც, როგორც ბელარუსი კოლეგისგან განსხვავებით პუტინი ირწმუნება, ბელარუსს არ გადაეცემა და მხოლოდ განთავსდება მის ტერიტორიაზე, ლუკაშენკომ პოლონეთი დაასახელა და განაცხადა:

"ისინი ბელარუსში შემოსაჭრელად ემზადებიან ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის. ბელარუსი იძულებულია, დააბრუნოს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი, რადგან გარანტიები, რომელიც 1990-იან წლებში მისი გატანის სანაცვლოდ მოგვცეს, ფეხქვეშაა გათელილი. მე არავის ვაშანტაჟებ ან ვაშინებ, მაგრამ ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი გამოჩნდა თავისი ბირთვული ხანძრებითურთ, ამ პერსპექტივის აღსაკვეთად კი აუცილებელია უკრაინის სიტუაციის ირგვლივ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S