ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა
31/03/2023 12:07:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა.
ხუთი ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც გასულ წელს, მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ჩასული სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებენ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.


