Accentnews.ge
აშშ: "რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში აღარაფერი ესაქმება"

აშშ: "რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში აღარაფერი ესაქმება"

31/03/2023 10:19:36 მსოფლიო

რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში აღარაფერი ესაქმება, - განაცხადა ორგანიზაციაში აშშ-ის მუდივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მისივე განმარტებით, "რუსეთი საბჭოს მუდმივი წევრია, მაგრამ აღარ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რასაც სჩადის უკრაინაში".

ცნობისთვის: გაერო-ს წესდება უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი) სტატუსის შეცვლას არ ითვალისწინებს და თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს. გარდა ამისა, საბჭოში როტაციის საფუძველზე 10 არამუდმივი წევრი შედის.

1 აპრილიდან რუსეთი ერთი თვით უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ხდება. შესაბაისად, მოსკოვის წარმომადგენელი ვასილი ნებენზია იძენს უფლებამოსილებას, სხდომები მოიწვიოს, ხსნას და მართოს, ასევე საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს აწეროს ხელი. რუსი დიპლომატები კონტროლს იძენენ ასევე უშიშრების საბჭოს მუდმივმოქმედ კომიტეტებზე.

"აშშ-ს იმედი აქვს, რომ რუსი დიპლომატები პროფესიონალურად მოიქცევიან, თუმცა ამაში დიდი ეჭვი გვეპარება: ველით, რომ ისინი ეცდებიან საკუთარი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანიის გაძლიერებას აშშ-ის, უკრაინისა და ყველა ჩვენი მოკავშირის წინაამდეგ" - განაცხადა თომას-გრინფილდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S