
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი:"მაკრონის განცხადება, რომ "ნატო–ს ტვინი მკვდარია", სახიფათოა"
11/11/2019 10:26:15 სხვა, მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუს მორავიეცკი ნატო–ს თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას „სახიფათოს“ უწოდებს.
„ნატო ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება თავისუფლებისა და მშვიდობის შენარჩუნებას. მაკრონის განცხადება სახიფათოა. ვიმედოვნებ, საფრანგეთი კვლავ შეასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია". მაკრონმა აღნიშნულის მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან ძალების გაყვანა.
მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, თავად იფიქრონ საკუთარ თავზე.
მაკრონის განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნებუის რიგი ლიდერების გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც დაგმო
„ნატო–ს ტვინი მკვდარი არ არის. ევროპული ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ ჩაანაცვლეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს ლიდერების სამიტია დაგეგმილი, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს ეძღვნება.