Accentnews.ge
პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო

პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო

31/03/2023 08:25:10 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო.

"სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას", – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S