Accentnews.ge
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

31/03/2023 07:23:31 ეკონომიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1% იყო.

საქსტატის ცნობით, თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.

თებერვალში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 537 შეადგინა, რაც წლიურად 57.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლიური ზრდა 11.7%-ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S