Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი დაგმო

ევროკავშირმა რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი დაგმო

31/03/2023 07:20:25 მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების ფაქტს გმობს. გამოცემა The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა შპიონაჟის ბრალდებით დააკავა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მედიის თავისუფლების სისტემატური უგულებელყოფა.

ბორელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები თავის პროფესიულ საქმეს თავისუფლად უნდა აკეთებდნენ და დაცულები უნდა იყვნენ.

30 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპიონაჟის მუხლით, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ევან გერშკოვიჩი ეკატერინბურგიდან გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S