იაპონია რუსეთში ფოლადის, ალუმინისა და საფრენი აპარატების ექსპორტს კრძალავს
31/03/2023 06:45:10 მსოფლიო
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში ქვეყანაში ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტს კრძალავს, - იუწყება იაპონიის ვაჭრობის სამინისტრო.
სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, გემების ძრავები და ოპტიკური მოწყობილობები, ექსპორტი განახორციელონ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძალვა 7 აპრილს ამოქმედდება.


