Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – მოგერიებულია მტრის 80-ზე მეტი შეტევა, მათგან 22  – ბახმუტში

უკრაინის გენშტაბი – მოგერიებულია მტრის 80-ზე მეტი შეტევა, მათგან 22  – ბახმუტში

31/03/2023 06:28:52 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადების მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტშია. რუსეთის ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტში მოგერიებულია 22 შეტევა.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S