Accentnews.ge
უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ში Patriot-ის სისტემების გამოყენებაში წვრთნა დაასრულეს

უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ში Patriot-ის სისტემების გამოყენებაში წვრთნა დაასრულეს

31/03/2023 06:28:35 მსოფლიო

65-მა უკრაინელმა სამხედრომ აშშ-ის ოკლაჰომას შტატში, ფორტ-სილში Patriot-ის სისტემების გამოყენებაში წვრთნა დაასრულა და ევროპაში დაბრუნდა, - იუწყება პენტაგონი.

"ახლა ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სხვა უკრაინულ საშუალებებთან და აშშ-ის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ მიწოდებულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ინტეგრირდებიან. ჯამში გასული წლის თებერვლიდან აშშ-ში მომზადება უკვე 7000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა" - აცხადებენ პენტაგონში.

უკრაინელი სამხედროების ეს ჯგუფი აშშ-ში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან იწვრთნებოდა.

გასულ კვირას CNN იუწყებოდა, რომ Patriot-ის ორი სისტემა უკრაინაში დაგეგმილზე ადრე, უახლოეს კვირებში გაიშლება. მათთან მომუშავე უკრაინელ სამხედროებს კი ევროპაში დამატებითი წვრთნები ელით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S