Accentnews.ge
აშშ: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სურსათის სანაცვლოდ იარაღის მიღებას ცდილობს

აშშ: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სურსათის სანაცვლოდ იარაღის მიღებას ცდილობს

31/03/2023 06:02:32 მსოფლიო

რუსეთი გეგმავს, ჩრდილოეთ კორეისგან მეტი შეიარაღება შეიძინოს უკრაინაში მყოფი მისი ჯარის მოსამარაგებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"გაგვაჩნია ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აქტიურად იღწვის ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მისაღებად. სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინი, მაღალი ალბათობით, ფხენიანს სურსათს შესთავაზებს. ჩვენ კვლავინდებურად შეშფოთებულები ვართ იმის შესაძლებლობით, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამომავლოდაც გაუწიოს რუსეთს დახმარება უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის: ამასწინათ რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსული ჯარი შეიარაღების დეფიციტს განიცდის: "თუ უკრაინის ჯარი ყოველდღიურად 5000-მდე ჭურვს ხარჯავს, ჩვენი ჯარი ხარჯავს გაცილებით მეტს, რის გამოც თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი იძულებულები არიან, გარკვეული ლიმიტები შემოიღონო".

ჩრდილოეთ კორეისგან შეარაღების შეძენას რუსეთი უკრაინული კონტრშეტევის წინ ჩქარობს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აპრილ-მაისისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S