Accentnews.ge
აშშ-მა თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-მა თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

30/03/2023 16:59:21 მსოფლიო

"The Wall Street Journal"-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის დაპატიმრების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დაუყოვლებლივ დატოვებისკენ მოუწოდა და მომხდარის გამო "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.

"მკაცრად ვგმობთ კრემლის გაუთავებელ მცდელობებს, დასაჯოს, დააშინოს და ჩაახშოს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობა. სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის უზენაეს პრიორიტეტს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება წარმოადგენს. ვიმეორებთ ჩვენს დაჟინებულ გაფრთხილებას იმ საფრთხის თაობაზე, რომელსაც რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეები ექვემდებარებიან" - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის: 30 მარტს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტი "ჯაშუშობის" ბრალდებით გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა. ეს ამ ბრალდებით უცხოური მედიის წარმომადგენლების გასამართლების პირველი შემთხვევაა პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S