Accentnews.ge
მედია –  „მეტა“ ევროპაში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მუშაობს

მედია –  „მეტა“ ევროპაში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მუშაობს

30/03/2023 16:58:24 მსოფლიო

კომპანია „მეტა“ ევროპაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მუშაობს, – იუწყება „ფაინენშალ თაიმსი“.

მისი ცნობით, კომპანიაში შიშობენ, რომ ევროკავშირის ახალი წესები, რამაც სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება უნდა დაარეგულიროს, რთული შესასრულებელი იქნება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ბრიუსელში მარეგულირებლები უკვე მუშაობენ ახალ წესებზე, რაც აიძულებს ინტერნეტჯგუფებს, მეტი ინფორმაცია გაამხილონ პოლიტიკური ჯგუფების, ონლაინკამპანიებისა და მათი სამიზნე აუდიტორიის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპაში სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ რეკლამაზე უარის თქმა ასევე განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს მსგავსი ტიპის მასალა ძირითადად არ აინტერესებთ, ხოლო პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მწირია. მაგალითისთვის, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ 2019-2020 წლებში კომპანიამ 800 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო პოლიტიკური რეკლამიდან, რაც „მეტას“ საერთო წლიური შემოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს.

ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ახალი წესები 5 ივნისამდე უნდა შეათანხმონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S