Accentnews.ge
ზელენსკი  – ავსტრიის პარლამენტს - ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური

ზელენსკი  – ავსტრიის პარლამენტს - ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური

30/03/2023 16:32:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ბოროტების წინააღმდეგ მორალურად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება... ეს ეხება იმას, რომ მუდამ საჭიროა ადამიანობა და კაცობრიობის დაცვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის, განაღმვის და რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის.

ავსტრიის მედიის ინფორმაციით, ზელენსკის მიმართვისას ულტრამემარჯვენე ავსტრიელმა დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ასეთი გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის სტატუსის დარღვევად მიიჩნიეს.

ავსტრია არ არის ნატო–ს წევრი და არ აწვდის იარაღს უკრაინას. თუმცა, მან უკრაინას გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და ასევე ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები გადასცა სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებისთვის. გასულ კვირაში, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს, მაგრამ დასძინა, რომ მას ესმის დახმარების აუცილებლობისა „იქ, სადაც უსამართლობა და ომის დანაშაული ხდება."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S