"ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას"
30/03/2023 15:10:03 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ "ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას".
მისი თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობის დამყარებაში.
„ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ფაქტობრივად გააძლიერებს რუსეთის ანექსიას, განხორციელებადი გეგმა არ არის. გულწრფელები უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


