მსახიობი ლია ახედჯაკოვა თეატრ „სოვრემენნიკს“ ტოვებს
30/03/2023 12:09:02 მსოფლიო
რუსეთის სახალხო არტისტმა ლია ახედჟაკოვამ „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ 10 მარტს მან საკუთარი სურვილის საფუძველზე მოსკოვის „სოვრემენნიკის“ თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ახლა, მისი თქმით, იგი აპირებს საგასტროლო ტურნეს მოწყობას. მსახიობი რუსეთის დატოვებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის იგი სახელმწიფოსა და ომის მომხრე აქტივისტების მხრიდან დევნას განიცდიდა.
8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „სოვრემენნიკის“ მენეჯმენტმა რეპერტუარიდან ამოიღო პიესა "ჯინის თამაში", ბოლო სპექტაკლი, რომელშიც მსახიობი მონაწილეობდა.
ლია ახედჯაკოვა, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი და მხარი დაუჭირა უკრაინას,„სოვრემენნიკში“ 1977 წლიდან მუშაობდა.


