Accentnews.ge
სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის თაობაზე მიმართა

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის თაობაზე მიმართა

22/05/2019 19:22:32 სხვა, მსოფლიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა, რათა მან აღადგინოს სამართლიანობა და დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“,- წერს ადვოკატი.

მის გვერდზე გამოქვეყნებულია სააკაშვილის მიმართვის ასლიც: 


„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“.


როგორც სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, თუ პრეზიდენტს ეჭვები აქვს მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე, შეუძლია, სასაზღვრო სამსახურის უფროსს მიმართოს და სააკაშვილს მისცეს შესაძლებლობა, მან საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

2018 წლის თებერვალში სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S