
მედია: აზერბაიჯანმა რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი დაამყარა
30/03/2023 09:13:36 კავკასია
ლაჩინის ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი დაამყარა რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე, ძირითად და დამხმარე გზაზე, ასევე ლაჩინის რაიონის სოფლებს ჯაგაზურსა და ზაბუხს შორის მნიშვნელოვან საზღვრისპირა ტერიტორიაზე.
ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.