Accentnews.ge
რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა

რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა

30/03/2023 09:03:49 მსოფლიო

მოსკოვის მიმართ დასავლურ სანქციებთან მიერთების გამო რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა. თუმცა როგორც ქვეყანაში რუსეთის ელჩი ევგენი სტანისლავოვი აცხადებს, დიალოგისთვის არხები ღიად რჩება.

"ბუდაპეშტი პრაგმატულ პოზიციას დემონსტრირებს და ჯერჯერობით მასზე უარის თქმას მისი ევროკავშირელი და ნატოელი პარტნიორებიც ზეწოლის პირობებშიც კი არ აპირებს. უნგრეთისთვის პირველ ადგილზე საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. ამჟამად ქვეყანა უკრაინული კონფლიქტის გამო ნეგატიურ შედეგებს განიცდის. მასზე უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის მიმართ ამერიკული და ევროპული სანქციებიც. ახლა კი, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ჩვენთვის არამეგობრული ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, ამას შესაძლოა, დაემატოს ბუდაპეშტის მიმართ რუსეთის საპასუხო ზომებიც", - განაცხადა სტანისლავოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S