
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
30/03/2023 08:43:51 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი დააკავეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გერშკოვიჩი „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.
ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯაშუშობის მუხლით, რაც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში დაახლოებით 6 წელია მუშაობს, ეკატერინბურგიდან გაუჩინარდა.
ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ.