Accentnews.ge
დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თვამჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის: "ეს ცუდი ხუმრობაა"

დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თვამჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის: "ეს ცუდი ხუმრობაა"

30/03/2023 08:17:30 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თვამჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ცუდი ხუმრობაა.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი – სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია ბავშვების მოტაციებისთვის. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“, – წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით პირველი აპრილიდან გადაიბარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S