ზელენსკი - დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე, წელს, იმოქმედეთ!
30/03/2023 05:53:57 მსოფლიო
ბოროტებამ ომი უნდა წააგოს. თუ ეს ასე იქნება, ეცოდინება, რომ ყველგან წააგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ „დემოკრატიის სამიტზე“ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიას გამარჯვება წელსვე სჭირდება.
„როდესაც ჩვენი მებრძოლები იგერიებენ თავდასხმებს ბახმუტის მახლობლად, ისინი კვირების განმავლობაში ვერ დაელოდებიან, სანამ მტრის ქმედებების საპასუხოდ საარტილერიო გასროლას განახორციელებენ. ცეცხლი უნდა იყოს დაუყოვნებელი და გაანეიტრალოს საფრთხე. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ასეთივე სწრაფი უნდა იყოს. დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება. ახლავე! წელს! ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა, უკრაინას და ყველას, ვინც გვეხმარება და დარწმუნებული ვარ, გავაკეთებთ! მაგრამ იმოქმედეთ, იმოქმედეთ გთხოვთ, კოლეგებო!“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "პუტინის სახის შენარჩუნებაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ შეინარჩუნონ დემოკრატიის პატივისცემა იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლებას ჯერ კიდევ არ გაუმარჯვია".


