
რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება
30/03/2023 05:36:29 რეგიონები, რეკლამა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.