რომის პაპი საავადმყოფოში მოათავსეს
29/03/2023 19:26:09 მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს რესპირატორული ინფექცია აქვს და საავადმყოფოში მოათავსეს რამდენიმე დღით. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
მისი ცნობით, 86 წლის პაპი ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომის პაპს კორონავირუსი არ აქვს.


