ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინაში დაღუპული და დაშავებული რუსი სამხედროების რაიოდენობა 220 000-ს აჭარბებს
29/03/2023 19:01:07 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული და დაშავებული რუსი სამხედროების რაიოდენობა 220 000-ს აჭარბებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსულ ძალებს არავითარი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ და დიდ დანაკარგებს განიცდიან.
„რუსულ შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელოვანი და ღრმა სისტემური პრობლემები ამ დროისთვის თავიანთ ქმედებებში. აშშ-ის ბოლო შეფასებებით, რომელსაც მე გავეცანი, მსხვერპლის რაოდენობა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 220 ათასს აჭარბებს“,- განაცხადა უოლესმა.


