
ჩოხატაურში ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს
29/03/2023 18:52:06 საზოგადოება
მეორე დღეა, ჩოხატაურში ახლობლები დაკარგულ კაცს ბესო სიხარულიძეს ეძებენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.
"დაიკარგა სასწრაფოდ გაავრცელეთ! გუშინ საღამოს 5 საათის მერე იძებნება ჩოხატაურელი ბესო სიხარულიძე ის გადაადგილდებოდა. GOLF 3 MM-231-EE. ბოლოს იმყოფებოდა სოფ: შუაგანახლებაში. თუ ვინმემ დაინახეთ ან გეცნობათ გთხოვთ მომწეროთ. გთხოვთ გააზიაროთ", - წერენ ახლობლები.