გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
29/03/2023 15:40:50 მსოფლიო
გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, დაფინანსება მოიცავს 2023 წელს 3,2 მილიარდი ევროს გამოყოფას, ასევე 8,8 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზებს 2024-2032 წლების პერიოდში.
"მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც აუცილბელია“, – ნათქვამია კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების წარმომადგენელი სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე გერმანიამ უკრაინის მხარდასაჭერად 14,2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.


