Accentnews.ge
პრეზიდენტი – ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო

პრეზიდენტი – ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო

29/03/2023 12:55:54 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო თბილისის ქუჩებში დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით. ამის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ "დემოკრატიის სამიტზე" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდადაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს

მაშინ როცა, ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და მოგვარდა ახალი კანონებისა, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.

ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S