შავი ზღვის თავზე თურქეთისა და აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს
29/03/2023 12:40:00 მსოფლიო
სერვის Flightradar24-ის მონაცემებით, შავი ზღვის თავზე, რუმინეთ-ბულგარეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით თურქული სამხედრო საჰაერო ხომალდი ATR 72-600 TMPA პატრულირებს, რუმინეთის სანაპიროს გასწვრივ, პორტ კონსტანცადან ჩრდილოეთით კი - რადიოელექტრონული დაზვერვის ამერიკული თვითმფრინავი Lockheed EP-3E Aries II.
როგორც ცნობილია, 14 მარტს შავი ზღვის თავზე არსებულ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ორი რუსული გამანადგურებელი Су-27 ამერიკულ უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატ MQ-9 Reaper-ს აედევნა. შედეგად დრონი ზღვაში ჩავარდა.
თეთრ სახლში რუსეთის ქმედებას "არაპრფესიონალური, უგუნური და საშიში" უწოდეს და განაცხადეს, რომ შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენებს რუსეთის გაუფრთხილებლად გააგრძელეენ.
თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ამერიკული დრონი არ ჩამოუგდია და რომ უპილოტო ხისტი მანევრირებისა და მართვის დაკარგვის გამო ჩამოვარდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მომხდარის გამო რუსეთის ელჩი დაიბარეს.


