Accentnews.ge
სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაპროტესტების გამო ჭიშკარი დაუზიანეს, USAID-ს მისიის დირექტორი ესტუმრა

სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაპროტესტების გამო ჭიშკარი დაუზიანეს, USAID-ს მისიის დირექტორი ესტუმრა

29/03/2023 10:58:06 საზოგადოება

ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს აკაკი საღინაძეს, რომელსაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაპროტესტების გამო ჭიშკარი დაუზიანეს, დღეს USAID-ს მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა.

როგორც მისიაში აცხადებენ, ვიზიტის მიზანი საქართველოს აქტიური მოქალაქეებისადმი USAID-ს ურყევი მხარდაჭერის დადასტურება იყო.

"აკაკი სამაგალითო მოქალაქე და აქტივისტია, იგი აქტიურად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროინტეგრაციას. ის ასევე ეხმარება საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს. დღეს, USAID-ს მისიის დირექტორი, ჯონ პენელი აკაკის ესტუმრა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა USAID-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს აქტიური მოქალაქეებისადმი. ეს სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს წარმატებული მომავლის შესაქმნელად, ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად", – აცხადებს USAID.

„მოხარული ვარ, რომ ჭიშკარი ახლა უკვე ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის დროშებით არის მოხატული. სოლიდარობის ეს აქტი ხაზს უსვამს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით ვუჭერთ მხარს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას ქვეყანაში", - განაცხადა ჯონ პენელმა.

აკაკის მეგობარი სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ ქუთაისში. ისინი ადრე, აკაკისთან ერთად მონაწილეობდნენ USAID-ს მხარდაჭერით ორგანიზებულ არაძალადობრივი აქტივიზმის ხელშეწყობის პროგრამაში. როგორც მისიაში აცხადებენ, აკაკის ჭიშკარზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებიც სწორედ მათ მოხატეს და ამ გზით გადმოსცეს თავიანთი კოლექტიური ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

ცნობისთვის: 9 მარტს აკაკი საღინაძის ჭიშკარზე შემდეგი წარწერა გააკეთეს: "აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S