Accentnews.ge
ყუბანში “ვაგნერის” სასაფლაოზე ორი თვის განმავლობაში ასობით ახალი საფლავი გამოჩნდა

ყუბანში “ვაგნერის” სასაფლაოზე ორი თვის განმავლობაში ასობით ახალი საფლავი გამოჩნდა

29/03/2023 10:02:03 მსოფლიო

ბოლო ორი თვის განმავლობაში ასობით ახალი საფლავი გამოჩნდა კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე, სადაც უკრაინაში დაღუპული, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულები მებრძოლებს მარხავენ. ამის დასტურია Maxar-ის სატელიტური სურათები, რომელიც THe New York Times-ის ჟურნალისტის კრისტიან ტრიბერტის მიერ გამოქვეყნდა.

"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ინფორმაციით, 24 იანვარს ტრიბერტმა სასაფლაოს სურათებიც გამოაქვეყნა. 2022 წლის 24 ნოემბრის ფოტოებთან შედარებით, ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამარხების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა – 170 სამარხამდე. თებერვალში იქ ოთხმოცი ახალი საფლავი გამოჩნდა.

ადგილობრივი აქტივისტი ვიტალი ვოტანოვსკი ასევე ადევნებს თვალს, თუ როგორ ფართოვდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან „ვაგნერის“ სასაფლაოდ წოდებული ტერიტორია.

2023 წლის მარტის დასაწყისში ვოტანოვსკიმ განაცხადა, რომ სასაფლაოზე 26 ახალი საფლავი გამოჩნდა, მთლიანობაში კი იქ სულ „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული 406 ჯარისკაცი დაკრძალეს.

კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე სასაფლაო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამარხს წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ კრასნოდარის ოლქის ქალაქ გორიაჩი კლიუჩის ხელისუფლებამ აკრძალა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე დაკრძალვა.

ამან ისე განარისზა "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომ იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სერგეი ბელოპოლსკის დაემუქრა, რომ გარდაცვლილთა ცხედრებს საკუთარ სახლში მიუტანდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S